ბათუმის „დინამომ“ იბრძოლა და ფრე ითამაშა, მაგრამ კონფერენს ლიგას გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამოს“ გასვლაზე „სივასპორთან“ მოგება სჭირდებოდა, რადგან პირველი მატჩი სახლში 1:2 წააგო.
პირველი მომენტი მეორე ტაიმის 63-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას ჰქონდა, როცა ეფექტური სოლო რეიდის შემდეგ საჯარიმოს შიგნიდან ბურთი კარისკენ გაგზავნა და ძელს მოარტყა.
77-ე წუთზე ბათუმელებმა ანგარიში გახსნეს. მოედნის ცენტრიდან სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგზე შეტევა ბენჯამინ ტეიდის გაუგრძელა, რომელიც საჯარიმოში შევარდა და კარის წინ გახსნილი გიორგი ფანცულაია მოძებნა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა – 0:1.
თურქებმა შეუტიეს და ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს. მაგრამ ძირითადი დრო ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. 108-ე წუთზე ხორხე ფელიშმა ბათუმელთა კარი აიღო.
საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა, რაც თურქებს აწყობდათ – მათ ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგეს (2:1, 1:1) და კონფერენს ლიგის მეოთხე ეტაპზე გავიდნენ, სადაც „კოპენჰაგენს“ შეხვდებიან, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ბულგარულ პლოვდივის „ლოკომოტივს“ (1:1, 4:2) სძლია.