ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - გეგუჩაძის გუნდი, ფაქტობრივად, მეორე ეტაპზეა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - გეგუჩაძის გუნდი, ფაქტობრივად, მეორე ეტაპზეა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ სან-მარინოში კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტრე პენე“ იოლად დაამარცხა და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ევროტურნირების პირველი მატჩი მოიგო.

გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და პირველ ტაიმში სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. საბოლოოდ კი ბათუმის „დინამომ“ მოიგო.

მე-8 წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა. ორ წუთში მეტოქის კარი ლადო მამუჩაშვილმა აიღო, ხოლო მე-18 წუთზე – ჯაბა ჯიღაურმა. ბათუმელები მეორე ტაიმშიც უტევდნენ და 58-ე წუთზე „დინამოს“ უპირატესობა გიორგი ზარიამ ლამაზი გოლით გაზარდა.

საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ დამაჯერებლად მოიგო 4:0 და „ტრე პენეს“ განმეორებით მატჩში 15 ივლისს უმასპინძლებს, რომელიც ფორმალური გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი სან-მარინოელებს ბათუმის ახალ არენაზე უმასპინძლებს.