ბათუმის „დინამომ“ განელი მცველი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ განელი მცველი დაიმატა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ცენტრალური მცველი დაიმატა – გუნდს თურქულ შეკრებაზე აბრაჰამ ფრიმპონგი შეუერთდა. 28 წლის განელი ცენტრალური მცველის (სიმაღლე 184 სმ) ტრანსფერი საქართველოს ჩემპიონი გუნდის პრესსამსახურმა დაადასტურა.

საქართველოს ჩემპიონმა განელი მცველი დაცვის გასაძლიერებლად მიიწვია. ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ცენტრალური მცველების პრობლემის მოგვარებას ცდილობს – ჯერ ქუთაისის „ტორპედოდან“ ლუკა ქაფიანიძე მიიწვია, რომელიც გუნდს მხოლოდ მეორე შეკრებაზე შეუერთდება, შემდეგ კი ქობულეთის „შუქურადან“ – გიორგი რეხვიაშვილი.

აბრაჰამ ფრიმპონგი კარიერის დასაწყისში იყო იტალიური „ვიჩენცას“ 19-წლამდელთა გუნდის წევრი, შემდეგ სერბეთის სამ გუნდში („ვოივოდინა“, „ნაპრედაკი“, „ცრვენა ზვეზდა“) წარმატებით თამაშობდა. შემდეგ უნგრეთში, „ფერენცვაროშში“ მიიწვიეს, 2021 წლის პირველ თებერვალს კი საუდის არაბეთის „ალ-აინიმ“ 500 ათასი ევროდ გამოისყიდა.

განასოკერნეტის“ ცნობით, ბათუმელთა ახალწვეულს კონტრაქტი ბოსნიის ჩემპიონატის მესამედგილოსან მოსტარის „ველესთან“ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ ბოლო მომენტში საქართველოს ჩემპიონში თამაში ამჯობინა.