ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა - ჯოვინომ მორიგი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 26-ე ტური „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და შედეგს პირველ ნახევარში გატანილი გოლებით მიაღწია – 2:0.
„დინამომ“ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა. „გაგრას“ კარი ბათუმელთა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ აიღო. 33-ე წუთზე კი მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა ჯოვინო ფლამარიონმა გაზარდა და სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, „დინამო“ კი შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა – 2:0.
ბათუმის „დინამო“ მეორე ტაიმშიც ცდილობდა გატანას, მაგრამ კომფორტული უპირატესობის მოპოვებამ გუნდი დაამშვიდა, „გაგრამ“ კი მცდელობის მიუხედავად, კარის აღება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ბათუმის „დინამომ“ 60 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დინამო თბილისთან“ (56) ოთხქულიანი უპირატესობა აღადგინა, „გაგრამ“ (25) კი მიზანს ვერ მაიღწია და ბოლნისის „სიონის“ (27) გადასწრება ვერ მოახერხა.