ბათუმის „დინამომ“ „დილასთან“ სამბურთიანი უპირატესობა კინაღამ გაანიავა - ლიდერებში ორქულიანი სხვაობა შენარჩუნებულია #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, დაძაბულ და სანახაობრივ დაპირისპირებაში გორის „დილა“ 3:2 დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში „დინამო თბილისთან“ ორქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.
„აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „დინამო“ უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი იოლად მოიგო – 3:0. გოლები გაიტანეს მამუკა კობახიძემ (35), მილან რადინმა (42) და ჯოვინო ფლამარიონმა (45+3) და ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა.
ყველაფერი შეიცვალა 55-ე წუთზე, როდესაც მთავარმა არბიტრმა ჯაბა ჯიღაური მოედნიდან მეტოქესთან უხეშობისთვის გააძევა – გადაწყვეტილება მსაჯმა ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ მიიღო.
გორელებმა რიცხვობრივი უპირატესობა გამოიყენეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. მე-80 წუთზე თორნიკე კაპანაძემ პირველად აიღო ბათუმელთა კარი, ხოლო 90+1-ე წუთზე სხვაობა მინიმუმადე შეამცირა და მოედანზე ვითარება მაქსიმალუარდ დაიძაბა. გორელებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ თორნიკე ძოწენიძეზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.
საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ მოგება შეინარჩუნა 3:2, 30 ტურის შემდეგ 64 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „დინამო თბილისს“ (66) ისევ ორქულიანი სხვაობით ჩამორჩება. გორის „დილამ“ კი (46) წაგების მიუხედავად, მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა.