ბათუმის „დინამომ“ „დეჩიჩი“ ვერ დაამარცხა და ევროსეზონი დაასრულა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დეჩიჩს“ ესტუმრა, უპირატესობის მიუხედავად, 0:0 ითამაშა და ევროსეზონი დაასრულა.
„დინამომ“ ბათუმში პირველი მატჩი 0:2 წააგო და ევროსეზონის გასაგრძელებლად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. ანდრეი დემჩენკოს გუნდი მთელი თამაში უტევდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
ბათუმელებმა სახიფათო მომენტები ორივე ტაიმში შექმნეს, მაგრამ ონორე გომისის, ჟან ვიქტორის, პაატა ღუდუშაურისა და ლადო მამუჩაშვილის შეტევები უშედეგოდ დასრულდა.
გიბრალტარელ არბიტრს ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ ორჯერ პენალტის დანიშვანც შეეძლო, მაგრამ პაატა ღუდუშაურისა (46-ე წუთი) და ბათუმელთა ესპანელი თავდამსხმელის, ჯეილენ ბლესას (73-ე წუთზე) წინაააღმდეგ საჯარიმოში უხეშობაზე თვალი დახუჭა.
ბოლო წუთებზე ბათუმელებმა ორი რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ ბლესასა და ლევან ხარაბაძის მომენტებიც უგოლოდ დასრულდა.
საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში ბათუმის „დინამო“ (0:2, 0:0) დამარცხდა და ევროსეზონი დაასრულა.