ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა - გუნდს ირაკლი მოდებაძე შეუერთდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩიც დაგეგმა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 18 იანვარს ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმში, ჯონი ბაკურაძის სახელობის ანგისას ბაზაზე გაიმართება. გუნდს შეუერთდა ირაკლი მოდებაძე, რომელიც ანდრეი დემჩენკოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლში გორის „დილაშიც“ ეხმარებოდა.
ამის შემდეგ, 20 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, ბათუმელები ზამთრის პირველ საწვრთნელ შეკრებას თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაივლიან, სადაც პოლონურ და ალბანურ გუნდებთან სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ.
24 იანვარი – ნეცეჩას „ტერმალიცა“ (პოლონეთი)
28 იანვარი – „შკენდია“ (ალბანეთი)
1 თებერვალი – ლუბინის „ზაგლებიე“ (პოლონეთი)
ზამთრის მეორე საწვრთნელ შეკრებაზე, 7 თებერვალს „დინამო“ კვლავ ანტალიაში გაემზავრება, სადაც 21 თებერვლამდე დარჩება და ოთხ საკონტროლო მატჩს ითამაშებს:
11 თებერვალი – კოვალივკას „კოლოსი“ (უკრაინა)
14 თებერვალი – ლუგანსკის „ზორია“ (უკრაინა)
20 თებერვალი – „რიგას ფს“ (ლატვია)
მეორე შეკრებაზე გასამართი კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის თარიღი და მეტოქე გუნდის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდება.