ეროვნული ლიგის ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი გამართა ლანჩხუთის „გურიასთან“ და 7:0 დაამარცხა.
ბათუმის „დინამოს“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში გორის „დილასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ კვირას, 13 აგვისტოს „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
გორელები კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „აპოელთან“ 17 აგვისტოს საპასუხო მატჩს გამართავენ, ბათუმის „დინამომ“ და ფეხბურთის ფედერაციამ კი თამაშის გადადების თაობაზე გუნდის თხოვნა გაითვალისწინეს.
ლიგა 3-ის გუნდთან მატჩი ანგისას ბაზაზე გაიმართა. დუბლი დანიელმა ალეკსანდრე იაკობესნმა შეასრულა, თითო-თითო გოლი გაიტანეს გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი ზარიამ, პაატა ღუდუშაურმა, ირაკლი ბიძინაშვილმა და თორნიკე კაპანაძემ.
ბათუმის „დინამო“ – ლანჩხუთის „გურია“ (7:0)
ბათუმის „დინამო“: კვასხვაძე, ქაფიანიძე, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, ხარაბაძე, ტეიდი, ფაცაცია (ლიტვინენკო), ზარია, ფლამარიონი, წიტაიშვილი, ვაწაძე.
შეცვლაზე: ჩიჩკანი, მოსიაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, ბაგრატიონი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, ყიფიანი, იაკობსენი, ღუდუშაური, კაპანაძე.