ბათუმის „დინამომ“ ამერიკის ელჩთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ოფიციალურმა გვერდმა სურათი გამოაქვეყნა, სადაც გუნდის წევრები ამერიკის ელჩთან არიან გადაღებულები.
„აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის და ჩვენი გუნდის მოულოდნელი და სასიამოვნო შეხვედრა“, – წერია ბათუმის „დინამოს“ ფეისბუქ-გვერდზე.
სანაკრებო პაუზისას საქართველოს ჩემპიონი ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩის გასამართად თბილისში მოემგზავრებოდა. გია გეგუჩაძის გუნდი ხუთშაბათს, 16 ივნისს „დინამო არენაზე“ „გაგრას“ ესტუმრება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ამერიკის ელჩი კი თბილისში ასევე აჭარიდან მოდიოდა. კელი დეგნანმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად ჩვენი ქვეყნის რეგიონებს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა.
ამერიკის ელჩი და ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდის წევრები ერთმანეთს ზესტაფონში შემთხვევით შეხვდნენ და სამახსოვრო სურათი გადაიღეს.