ბათუმის „დინამოც“ გამოვარდა - ევროსეზონს ორი ქართული გუნდი განაგრძობს
ბათუმის „დინამოც“ გამოვარდა - ევროსეზონს ორი ქართული გუნდი განაგრძობს

ევროპული სეზონი ბათუმის „დინამოსთვისაც“ პირველივე ეტაპზე დასრულდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელში ბეერ-შევას „ჰაპოელს“ ესტუმრა და მატჩის დასაწყისშივე ორი ბურთი გაუშვა.

მე-9 წუთზე ანგარიში პორტუგალიელმა ლეგიონერმა ჟოსუემ გახსნა. ხოლო მარუან კაბჰამ 21-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ბეერ-შევასჰაპოელიუპიარეტესობას მეორე ტაიმშიც ფლობდა და 61-ე წუთზე სტუმართა კარი მესამედაც აიღო – ჟოსუემ დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, ბეერ-შევას „ჰაპოელმა“ 3:0 გაიმარჯვა და ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. პირველი ეტაპის შემდეგ კი საქართველოს ევროთასებზე თბილისის „დინამო“ და „ლოკომოტივი“ შემორჩა. „ლოკომოტივი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველი ეტაპი მოიგო, „დინამო“ კი ალბანურ „ტირანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ევროპის ლიგაზე გადაერთვება.

ჰაპოელი – დინამო (ბთ) 3:0

გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაფა (21), 3:0 ჟოსეუ (61)

ჰაპოელი: ლევიტა, დადია, ვიტორი (ტაჰა 79), ტზედეკი, გოლდბერგი, სალალიჩი, კაფა (იოზეფი 62), კელტიენსი, ჟოსეუ, აცოლატსე, ჩვირო (ვარენე 75)

დინამო (ბთ): ალავიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 45), ობაობონა, კობახიძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 77), ტეიდი, ჯიღაური, ფლამარიონი, გონსალვესი, ნიქაბაძე (რეინალდო 64)