ბათუმის „დინამო“ ყოფილმა კაპიტანმა დატოვა - ვაკო თევდორაძე ახალ გუნდს მოძებნის #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ყოფილმა კაპიტანმა დატოვა - ვაკო თევდორაძე ახალ გუნდს მოძებნის #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა. კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ კლუბს მოძებნის ნახევარმცველი ვაკო თევდორაძე, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ „დინამოს“ კაპიტანი იყო – ინფორმაციას ბათუმელთა პრეს-სამსახური ავრცელებს.

28 წლის ვაკო თევდორაძე ბათუმის „დინამოს“ აღზრდილია და მისი ფორმა 2010 წელს მოირგო – მას შემდეგ, ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელია ეროვნულ ლიგაში, ვისაც კლუბი არ შეუცვლია.

ამ ხნის განმავლობაში ბათუმის კლუბის ფორმა 253 მატჩი მოირგო და 25 გოლი გაიტანა. თევდორაძე დიდი ხნის განმავლობაში იყო „დინამო“ საკვანძო მოთამაშე, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა და ბოლო ორ სეზონში ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა.

სად ითამაშებს ვალერიან თევდორაძე, ჯერ უცნობია. მანამდე საქართველოს ჩემპიონთან კონტრაქტები დაუსრულდათ და წავიდნენ მცველი მალხაზ გაგოშიძე, ნახევარმცველები ლუკაშ გროცურეკი, გია მანჯგალაძე და თავდამსხმელები – ლაშა შინდაგორიძე და გიორგი ნიქაბაძე.