ბათუმის „დინამომ“ მეორე თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და კოვალივკის „კოლოსთან“ 1:3 დამარცხდა.
„კოლოსმა“ პირველ ტაიმში ორჯერ შეძლო გატანა (26, 40), ორივე შემთხვევაში ბათუმელთა დაცვა სწრაფი კონტრშეტევის დროს ჩავარდა.
„დინამომ“ 37-ე წუთზე გაიტანა, გიორგი წიტაიშვილის გადაცემით ანგარიში ჟან ვიქტორმა გაათანაბრა და უკრაინელებმა ტაიმი 2:1 მოიგეს. 55-ე წუთზე კი „კოლოსმა“ კიდევ ერთხელ აიღო ბათუმელთა კარი, რითაც შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო“ შეკრებაზე კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შემდეგი შეხვედრა ანდრეი დემჩენკოს გუნდს 14 თებერვალს „ზორიასთან“ ელის.