ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი ჩრდილომაკედონიურ ტეტოვოს „შკენდიასთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.
„შკენდიამ“ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ჩვენი ჩემპიონის კარი ანეს მელიქიმ ზუსტი თავური დარტყმით აიღო და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო (46), როდესაც ბათუმის „დინამოს“ მეკარე შეცდა, ვანე კრსტევსკიმ კარის წინ გადაცემა ჩაჭრა და „დინამოს“ კარი მეორედ აიღო.
ბათუმელებმა შეუტიეს, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და თურქული შეკრების მეორე შეხვედრაში დამარცხდნენ.
ბათუმის „დინამო“ შემდეგ ტესტ-მატჩში „ზაგლებიეს“ პირველ თებარვალს დაუპირისპირდება.