ბათუმის „დინამო“ საქართველოში დაბრუნდა - მეორე შეკრებაზე ხუთი მატჩი დაიგეგმა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ზამთრის საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა და დროებით საქართველოში დაბრუნდა, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„დღეს დინამოელები ბათუმში დაბრუნდნენ და რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. შეკრების მეორე ეტაპს ჩვენი გუნდი კვლავ ანტალიაში გაივლის, სადაც 5 საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
პირველი წინასასეზონო შეკრება ბათუმელებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში 16-28 იანვარს გაიარეს და სამ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს.
მეორე ეტაპზე „დინამოს“ დაგეგმილ საკონტროლო მატჩის და მეტოქეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.