ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა - ყველაზე ტიტულოვანი „დინამო თბილისია“ #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა – ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელებმა პირველად ეს 2021 წელს მოახერხეს.
მომავალ ევროსეზონში გუნდი საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარმოადგენს. ბათუმის „დინამო“ მეოთხე გუნდია, რომელიც საჩემპიონო ფარს მეორედ დაეუფლა. აქამდე ეს „ვიტ ჯორჯიამ“, რუსთავის „ოლიმპმა“ და „ზესტაფონმა“ შეძლეს.
ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კვლავ „დინამო თბილისია“, რომელიც ელიგის გამარჯვებული 19-ჯერ გახდა. ოთხი ტიტულით შემდეგი ქუთაისის „ტორპედოა“, თითო ჩემპიონობა ბოლნისის „სიონის“, გორის „დილის“, „სამტრედიის“ და „საბურთალოს“ ანგარიშზეა.
ყველაზე ტიტულოვანი
დინამო თბილისი – 19 ჩემპიონის ტიტული (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)
მეორე „ტორპედოა“
ქუთაისის ტორპედო – 4 (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)
ორგზის ჩემპიონები
ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09), რუსთავი (2006-07, 2009-10), ზესტაფონი (2010-11, 2011-12), ბათუმის დინამო (2021, 2023)
ერთხელ გაჩემპიონებულები
სიონი (2005-06), დილა (2014-15), სამტრედია (2016), საბურთალო (2018)