ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ დაუზავდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

„ბათუმი არენაზე“ გამართულ საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში „დილა“ მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში რამაზ სოღოლაშვილმა გამოიყვანა, თუმცა, რეალურად, გუნდმა არგენტინელი სპეციალისტის, ევერ ადრიანო დემალდეს ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-12 წუთზე გიორგი გაფრინდაშვილმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა მიკოლა კოვტალიუკი, რომელმაც სუსტად, მაგრამ ზუსტად დაარტყა და „დილა“ დააწინაურა. ბათუმელებმა ანგარიში 42-ე წუთზე პენალტით გაათანაბრეს, რომელიც გიორგი ძარიამ შეასრულა – 1:1.

ბათუმის „დინამომ“ 30 ტურის შემდეგ 64 ქულა დააგროვა, კონკურენტ „დინამო თბილისთან“ სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა და ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო „დილა“ (45) მე-6 პოზიციაზეა, გორელები მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.