ბათუმის „დინამო“ საჩემპიონო შემადგენლობის ნახევარს დაემშვიდობა - ზარიასა და ბიძინაშვილს ევროპაში თამაში სურთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებმაც ბათუმის „დინამო“ დატოვეს.
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ გუნდი ბევრ მოთამაშეს შეელია, მაგრამ ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ჯოვინო ფლამარიონი კარიერას ფრანგულ „ვალანსიენში“ გააგრძელებდა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გუნდი დატოვეს მეკარეებმა, გიორგი ბეგაშვილმა და ანტონ ჩიჩკანმა, მცველებმა – გოგა ჩაბრაძემ, გიორგი რეხვიაშვილმა და საშა ბალიჩმა. ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის კლუბში აპირებს გადასვლას, ხოლო უკრაინელ ივან ლიტვინენკოს იჯარით უშვებენ. კონტრაქტი დაუმთავრდა დანიელ ნახევარმცველ ალეკსანდარ იაკობსენს და თავდამსხმელებს, მათე ვაწაძესა და თორნიკე კაპანაძეს.
ორი ნახევარმცველის საკითხი კიდევ გასარკვევია – ბენჯამინ ტეიდის თანამშრომლობის გაგრძელებაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. გასული სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, გიორგი ზარიას ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ჯერ არც მისი საკითხი გარკვეულა.