განვლილი სეზონის შემდეგ, ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული ბათუმის “დინამო” კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა. დავით კვირკველია, ანზორ სუხიაშვილი და ოთარ მარცვალაძე გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობნენ.
საერთოდ, დასრულებული სეზონის შემადგენლობიდან ბათუმის “დინამოს” ბევრი მოთამაშე დაემშვიდობა. ბათუმი უკვე დატოვეს უკრაინელებმა, მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა და თავდამსხმელმა იაროსლავ კვასოვნა. ასევე წავიდნენ კაპიტანი თემურ შონია, მცველი ნიკა მგელაძე.
სავარაუდოდ, მშობლიური ქუთაისის გუნდში გააგრძელებს კარიერას ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე, პირველ ლიგაში დარჩენას არც ელგუჯა გრიგალაშვილი, თეიმურაზ ჩოგაძე და ზურაბ არზიანი აპირებენ.