ბათუმის „დინამომ“ უეფა-ს კონფერენს ლიგაზე მონტენეგროს ჩემპიონს, „დეჩიჩს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე „ლუდოგორეცთან“ წაგებისა და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ უეფა-ს რანგით მესამე ტურნირზე გადაინაცვლა.
„დეჩიჩი“ მთელი მატჩის განმავლობაში დაცვიდან თამაშობდა და მხოლოდ რამდენჯერმე შეუტია, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 62-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთით ადრე გამოსულმა თავდამსხმელმა, ილირ კამაიმ გახსნა. ეს რეალურად სტუმართა პირველი მწვავე შეტევა იყო. კამაიმ 66-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა.
კონფენერს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა მონტენეგროში 30 ივლისს გაიმართება.