ბათუმის „დინამო“ - ჯოვინო ფლამარიონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ - ჯოვინო ფლამარიონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება #1TVSPORT

ეროვნულ ლიგის 25-ე ტურში „თელავმა“ გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა. ეს სენსაციური შედეგი მატჩის ბოლოს მომხდარმა ინციდენტმა დაჩრდილა.

„კავკასიონი არენაზე“ გამართული შეხვედრის დამატებულ წუთებზე თამაში 10 წუთით შეჩერდა – მასპინძელთა მეკარემ, დავიდ იურჩენკომ, კარიდან გამოსვლის დროს ბათუმელთა თავდამსხმელს, ჯოვინო ფლამარიონს კეფაში მუხლი მიარტყა.

ვითარება იმდენად რთული იყო, რომ ბრაზილიელ ლეგიონერს სუნთქვის პრობლემა შეექმნა, მას ექიმების დახმარება და ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა, ჯოვინო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, ბათუმელთა ბრაზილიელ ლეგიონერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ფლამარიონის ტრავმის შესახებ ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.

„ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტრავმის სიმძიმის შესახებ დამატებითი დეტალები კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“, – წერია კლუბის განცხადებაში.