ბათუმის „დინამო“ ისევ თურქეთში გაემგზავრა და ამხანაგური მატჩებიც დაგეგმა #1TVSPORT
პირველი შეკრების დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამომ“ ორი დღე დაისვენა და ბოლო მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქეთის ქალაქ ანტალიაში წინასასეზონო შეკრების მეორე ეტაპს 3-დან 17 თებერვლის ჩათვლით გაივლის. ამ პერიოდში ბათუმელები ხუთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ უკრაინის, დანიის, ლატვიის, უზბეკეთისა და ყაზახეთის კლუბებთან.
ბათუმის „დინამოს“ მატჩების განრიგი:
5 თებერვალი – „ოლექსანდრია“ (უკრაინა)
8 თებერვალი – „ნესტვედ ბოლდკლუბი“ (დანია)
9 თებერვალი – „ლიეპაია“ (ლატვია)
13 თებერვალი – „ფახთაქორი“ (უზბეკეთი)
16 თებერვალი – „აკსუ“ (ყაზახეთი)
ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, ამხანაგური შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს აჭარის ტელევიზია განახორციელებს.