ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ოთხი შეხვედრა გაიმართა – ბათუმის „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ ამ შეხვედრაში ერთად-ერთი გოლი 72-ე წუთზე “ვიტ ჯორჯიას” ნახევარმცველმა ცოტნე მოსიაშვილმა პაატა ღუდუშაურის პასით გაიტანა და სტუმრებმა გაიმარჯვეს 0:1.
მიმდინარე გათამაშების მთავარი სენსაცია ისაა, რომ ორი ტურის შემდეგ ლიგის უმთავრესმა ფავორიტმა ბათუმის “დინამომ” ჯერ ქულაც ვერ დააგროვა და ბოლო, მე-210 ადგილზეა. ლიდერი კი “ვიტ ჯორჯია”,”გაგრა” და ‘მერანი” არიან, რომლებმაც 2 შეხვედრაში 4 ქულა დააგროვეს.
ტურის დანარჩენი მატჩები ასე დასრულა:
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 1:2
„ნორჩი დინამო“ – „შევარდენი“ 2:3
„მერანი“ – „თელავი“ 1:0
„გაგრა“ – „სამგურალი“ 1:0