ბათუმის „დინამო“ „გაგრას“ ლიდერებით გაძლიერდა
ბათუმის „დინამო“ „გაგრას“ ლიდერებით გაძლიერდა

ბათუმის „დინამო” გაძლიერებას აგრძელებს – ამიერიდან გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით „გაგრას“ ორი ფეხბურთელი ითამაშებს.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „დინამოში” კარიერას რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი გააგრძელებენ. ბათუმელთა ცნობით, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამჟამად კონტრაქტის დეტალები ზუსტდება.

გაფრინდაშვილი და ცაცკრიალაშვილი „გაგრას” ლიდერები იყვნენ და დიდწილად მათი დამსახურებაა, გუნდი საქართველოს თასის ფინალსა და ეროვნული ლიგის პლეი-ოფში რომ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმელებმა მარტვილის „მერანიდან“ მცველი კიჭი მელიავა დაიმატეს, ხოლო ლატვიური „ვენტსპილსიდან“ – გია მანჯგალაძე.