ბათუმის „დინამო“ ევროსარბიელზე სტუმრად არ დამარცხებულა - გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა შესძინა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ევროსარბიელზე სტუმრად არ დამარცხებულა - გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა შესძინა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ბოლო წლების ის იშვიათი ქართული გუნდია, რომელიც ევროგათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ გასვლაზე არ წაუგია.

გია გეგუჩაძის გუნდმა კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე გასვლაზე სან მარინოს „ტრე-პენე“ 4:0 დაამარცხა, მეორე ეტაპზე – ბელარუსული „ბატე“ (4:1), ხოლო მესამეში თურქულ „სივასპორთან“ ფრეს მიაღწია (1:1).

ბათუმელებმა უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ევროთასებზე დანარჩენმა სამმა ქართულმა გუნდმა – სულ „დინამოს“ ანგარიშზე 13 გოლია – სან მარინოს „ტრე-პენეს“ (4:0, 3:0) 7 გოლი გაუტანეს, „ბატეს“ (0:1, 4:1) – 4, ხოლო „სივასპორს“ (1:2, 1:1) – 2.

ამავე დროს, ბათუმელებმა მარტო გასვლაზე გაიტანეს უფრო მეტჯერ (9 გოლი), ვიდრე ევროთასებზე საქართველოს დანარჩენმა სამმა წარმოამდგენელმა – „დინამო თბილისმა“ 4 გოლი გაიტანა, გორის „დილამ“ – 2, ხოლო „გაგრამ“ – 1.

უეფა-ს მიმდინარე გათამაშებაში გია გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მოუტანა – მოგებაზე 0,250 ქულაა, ფრეზე – 0,125 ქულა. ბათუმელებმა კი 0,875 ქულა დააგროვეს. ბათუმელების გარდა, ქულები მოგვიტანეს გორის „დილამ“ (0,250 ქულა) და გაგრამ (0,125 ქულა).

საქართველოსთვის მიმდინარე ევროგათამაშება დასრულდა და საქართველოს ოთხივე გუნდმა ჯამში 1,250 ქულა დააგროვა, რაც ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგია.