ბათუმის „დინამო“ დღეს ისრაელში გაემგზავრა, ხვალ კი „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუპირისპირდება
ბათუმის „დინამო“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალაქ პეტაჰ ტიკვაში „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 27 აგვისტოს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. ბათუმის „დინამო“ დღეს ისრაელში გაემგზავრა
კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო მატჩი ცარიელ სტადიონზე, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ფეხბურთელები ბათუმის აეროპორტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნკე რიჟვაძემ გააცილა.
„ჰაპოელ ბეერ-შევა“ ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია. ქვეყნის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო, რამაც მას ევროპალიგისკენ გზა გაუხსნა. ევროპალიგაზე სულ სამი ქართული გუნდი: ბათუმის „დინამო“, თბილისის „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ ითამაშებს.