ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთმა მოთამაშემ, უკრაინელმა ლეგიონერმა, ოლეკსანდრ აზაცკიმ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ოლეკსანდრ აზაცკი მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. მადლობას ვუხდით აზას და საფეხბურთო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის განცახდებაში.
28 წლის უკრაინელმა მცველმა საქართველოში კარიერა 2018 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, სადაც ორი სეზონი ჩაატარა. 2020 წელს ჩეხურ „ფასტავ ზლინში“ დაბრუნდა, 2021-ში ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა და კლუბის მაისურით 65 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გახდა ეროვნული ლიგის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული.
შეგახენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ უკვე დატოვეს ჯაბა ჯიღაურმა, ბენჯამინ ტეიდმა და მილან რადინმა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ხელმძღვანელობა შემადგენლობის განახლებას და ახალი ბირთვის ჩამოყალიბებას აპირებს.