საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ მეპატრონე არჩილ ბერიძე აცხადებს, რომ მალე არენაზე ბალახის საფარის დაგება დასრულება და ბათუმის სტადიონის მშენებლობაც დასრულდება.
მან ის დროც დააასახელა, როდესაც ბათუმის „დინამო“ საკუთარ არენაზე ითამაშებს.
„რამდენიმე დღეა, რაც საფარის დაგება დაიწყეს და ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. სხვა სამუშაოების შესახებ კი მთელი საქართველო ინფორმირებულია. ფაქტობრივად, სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი კი დიდი ალბათობით, ახალ არენაზე თამაშს ახალი სეზონიდან, ანუ მარტიდან დავიწყებთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძე.
ბათუმის სტადიონზე სამუშაოთა 90 პროცენტი დასრულებულია. ახლა დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლის შემდეგაც სტადიონი საბოლოო სახეს მიიღებს. მაგალითად, დაწყებულია და მალე დასრულდება ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, დასრულებულია ტაბლოს ლითონის კონსტრუქციის, გახმოვანების სისტემისა და გარე ფასადის მონტაჟი, ტრიბუნები გადახურულია.