ბათუმის დინამოს ყოფილი მეკარე -მაქსიმ კუჩინსკი კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. 32 წლის მეკარემ, რომელიც ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა, გუნდი დატოვა და მარტის დასაწყისში ლატვიურ კლუბ „ტუკუმსში“ ჩაირიცხა.
უკრაინელი მეკარეს ბათუმელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა – კუჩინსკიმ გასულ სეზონში ბათუმის „დინამოს“ ფორმით ერთი ოფიციალური შეხვედრაც ვერ ჩაატარა.
გამოცდილმა მეკარემ გუნდის დატოვება და კარიერის ლატვაში გაგრძელება გადაწყვიტა. „ტუკუმსი“გასულ სეზონში ლატვიის პირველ ლიგაში გამოდიოდა, ტურნირის გამარჯვებული გახდა და „ვირსლიგის“ საგზური მოიპოვა.
32 წლის მაქსიმ კუჩინსკის უკრაინის პრემიერლიგაში უთამაშია – 2019 წლამდე ის ლვოვის „კარპატში“ ირიცხებოდა.