ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

6-დან 13 აპრილის ჩათვლით ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ევროპის 2019 წლის სპორტულ ქალაქში უკვე ჩავიდნენ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის TV დირექტორი დევიდ გოლსტრომი.

სტუმრებმა საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზები დაათვალიერეს და შეჯიბრის საორგანიზაციო კიმიტეტის წარმომადგენელთა სამზადისმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ბათუმში პოლონეთისა და უკრაინის გუნდების შემდეგ უკვე საფრანგეთის ნაკრების წევრებიც ჩამოვიდნენ და სპორტის ახალ სასახლეში პირველი ვარჯიში ჩაატარეს.

6-დან 13 აპრილის ჩათვლით საქართველოს პირველი და მეორე არხი ევროპის ჩემპიონატის რეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.