ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში ადგილი დაიბრუნა. გუნდი მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას უკვე იწყებს.
„დინამოს“ პრეს-სამსახურის ცნობით, ბათუმელთა სამწვრთნელო სტაფმა პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა, გუნდის რიგებს გია მანჯგალაძე შეემატა. ბათუმის „დინამოსთან“ 26 წლის ნახევარმცველმა 2-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
გია მანჯგალაძე ფეხბურთელად უკრაინაში ჩამოყალიბდა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. სხვადასხვა წლებში უთამაშია უკრაინულ „პოლტავაში“, ლუგანსკის „ზორიაში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, ბოლნისის „სიონში“, „სამტრედიაში“და აზერბაიჯანულ „კაპაზში“. 2018 წლიდან, გამოცდილი ფეხბურთელი ლატვიური „ვენტსპილსის“ ღირსებას იცავდა.