ბათუმელთა მეტოქე დამარცხდა - „ბატემ“ ბრესტის „დინამოსთან“ წააგო #1TVSPORT
კონფერენციათა ლიგაზე ბათუმის „დინამოსთან“ სტუმრად (1:0) მოგების შემდეგ, „ბატე“ ბორისოვოში, ბელარუსის ჩემპიონატის მე-17 ტურში სხვა „დინამოს“ შეხვდა – ბრესტის გუნდს და 0:2 დამარცხდა.
ბრესტის „დინამოც“ ბელარუსის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა და კონფერენციათა ლიგის მე-2 ეტაპზე თამაშობს, სადაც პირველ მატჩში ჩეხურ პლზენის „ვიქტორიასთან“ საშინაო არენაზე 1:2 დამარცხდა.
„ბორისოვ-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები 26-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – ნიკოლაი სიგნევიჩი ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს და „ბატემ“ საათნახევარი ათი ფეხბურთელით ითამაშა.
სტუმრებმა მატჩის ბედი სამწუთიან მონაკვეთში გადაწყვიტეს. ანგარიში 71-ე წუთზე პაველ სედკომ გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე ვადიმ მილიუტინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ბრეტის „დინამომ“ 0:2 მოიგო.
„ბატე“: ჩიჩკანი, ნეჩაევი, სუპრანოვიჩი (ი. ფილიპოვიჩი), ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩოვი, ბესმერტნი (ნეხაიჩიკი), ვოლკოვი (კარასევი), იაბლონსკი, უმაროვი (ნოსკო), სიღნევიჩი, იუსოვი (ვასილევიჩი).
კონფერენციათა ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ბატეს“ ბორისოვოში 29 ივლისს შეხვდება.