ბათუმელთა მეოთხე ლეგიონერი - ჯულიო ვინისიუსი „დინამოში“ ვარჯიშობს
ბათუმელთა მეოთხე ლეგიონერი - ჯულიო ვინისიუსი „დინამოში“ ვარჯიშობს

ბათუმის „დინამოს“, რომელიც სეზონისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს, ბრაზილიელი ტალანტი დაემატა – ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა გუნდთან ერთად საერთო ჯგუფში ვარჯიშობს.

17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ბელგიური „ანდერლეხტის“ ინტერესის სფეროშია, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარე, მისი ძირითად შემადგენლობაში თამაში გამორიცხული იყო და საქართველოში სათამაშო პრაქტიკისთვის ჩამოვიდა. ამის შემდეგ კი ისევ „ანდერლეხტს“ მიაშურებს.

ჟულიო ვინისიუსი „დინამოს“ მეოთხე ბრაზილიელი ლეგიონერია – გასულ სეზონში ბათუმელთა ფორმით ჯოვინო ფლამარიონი და გაბრიელ რამოსი თამაშობდნენ, მათ წელს „საბურთალოს“ ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ვაგნერ გონსალვესი დაემატა.