ბათუმელთა ლიდერი ოპერაციას გადაურჩა - ჯოვინო ერთ თვეში ითამაშებს
ბათუმელთა ლიდერი ოპერაციას გადაურჩა - ჯოვინო ერთ თვეში ითამაშებს

ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერი ჯოვინო ფლამარიონი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და გუნდს მაქსიმუმ ერთ თვეში დაუბრუნდება – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბათუმელთა 23 წლის ლეგიონერი და 2019 წლის ელიგის საუკეთესო მოთამაშე თბილისის „მერანთან“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში დაშავდა. თბილისში ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ ცნობილი იყო, რომ მენისკის ოპერაცია დასჭირდებოდა, ხოლო რეაბილიტაციისთვის – 2-3 თვე.

თუმცა, საბოლოო დიაგნოზმა ბათუმელები ძალიან გაახარა – ჯოვინო ფლამარიონი სტამბოლში განმეორებითი გამოკვლევაზე გაემგზავრა და აღმოჩნდა, რომ ოპერაცია არ სჭირდება და მხოლოდ 3-კვირიანი ფიზიოთერაპიული კურსით შემოიფარგლება, ვარჯიშს კი ერთ თვეში განაახლებს.