ბათუმელთა ფრე რუსებთან
ბათუმელთა ფრე რუსებთან

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – ამჯერად, ქართულ გუნდს მეტოქე რუსეთიდან ჰყავდა და ამ ამოცანას თავი ღირსეულად გაართვა.

გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე კრასნოიარსკის „ენისეი“ იყო, რომელიც მთავარ საფეხბურთო ლიგაში 2018 წელს გადავიდა და გათამაშების აუტსაიდერია. თუმცა, დიმიტრი ალენიჩევის გუნდს ამბიცია და ფული არ აკლია და „ენისეი“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, მაგრამ გოლი ვერც ერთმა მეტოქემ ვერ გაიტანა და საბოლოოდ, მეტოქეები ერთმანეთს 0:0-ზე დაშორდნენ.