ბათუმელთა დომინირებით - ეროვნული ლიგის წრის სიმბოლურში „დინამო თბილისის“ ერთი მოთამაშეც ვერ მოხვდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბათუმის „დინამოდან“ არის.
მეკარე – ლაზარე კუპატაძე (ბათუმის დინამო).
მცველები – ლადო მამუჩაშვილი (ბათუმის დინამო), ანრი ჭიჭინაძე (გორის დილა), ზურაბ თევზაძე (თელავი), ვანდერსონ სილვა (გორის დილა).
ნახევარმცველები – ნიკა ხორხელი (ბოლნისის სიონი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის დინამო).
თავდამსხმელები – მათე ვაწაძე (გაგრა), ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო).
ბათუმის „დინამოდან“ პირველი წრის სიმბოლურ გუნდში 4 ფეხბურთელი დაასახელეს, 2 მოთამაშეა გორის „დილადან“, 2 – „საბურთალოდან“, თითო კი – „თელავიდან“, ბოლნისის „სიონიდან“ და „გაგრადან“.
ყველაზე თვალშისაცემი ის ფაქტია, რომ პირველი წრის სიმბოლურ გუნდში „დინამო თბილისის“ ერთი მოთამაშეც ვერ მოხვდა. მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა.