ბათუმელებს კოვიდის გამო ზარია დააკლდებათ - გეგუჩაძე რთულ მატჩს ელის #1TVSPORT
ბათუმელებს კოვიდის გამო ზარია დააკლდებათ - გეგუჩაძე რთულ მატჩს ელის #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ და მეკარე ლაზარე კუპატაძემ „სივასპორთანკონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკეს.

„ფეხბურთელები ბატე-ს შემდეგ ორი დღე დავასვენეთ და ვფიქრობ, ძალები უკვე აღიდგინეს. გუნდი სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში ვართ, შანსები კი თანაბარია. ფაქტია, რომ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით. ჩვენი გუნდისთვის ეს უდიდესი გამოცდილება იქნება. ძალიან კარგია, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივრები იქნებიან, რადგან ეს ხალხი ჩვენთვის უდიდესი სტიმულია. ჩვენ ერთად თამაშობთ და ერთად ვიგებთ“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

„ურთიერთშეთანხმებით ვამარა სანოგოსთან კონტრაქტი გავწყვიტეთ. ჯერ გროცურეკიც არაა სათამაშოდ მზად. სამწუხაროდ, კოვიდი დაუდასტურდა და ვერ დაგვეხმარება გიორგი ზარია, რაც ჩვენთვის დიდი დანაკლისია“.

ლაზარე კუპატაძე, ბათუმის „დინამოს“ მეკარე:

ბატეს-თან მოგების შემდეგ გუნდში ამაღლებული განწყობაა. მომავალ თამაშთან დაკავშირებით გეგმა გვაქვს და შევეცდებით, რომ ისე ვითამაშოთ, რომ მოწინააღმდეგემ დისკომფორტი იგრძნოს“.

ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ პირველი მატჩი ბათუმში 5 აგვისტოს გაიმართება, ხოლო განმეორებიოთი – 12 აგვისტოს „სივას არენაზე“. ამ წყვილში გამარჯვებულს პლეი ოფში მეტოქედ პლოვდიდისლოკომოტივსა“ და დატა ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ შორის მოგებული შეხვდება.