ბათუმელებმა თავდამსხმელი დაიმატეს - მან დეკემბერში „ლეგიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა
ბათუმის „დინამომ“ თავდამსხმელი ვამარა სანოგო დაიმატა – 25 წლის კოტდივუარელი ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული და ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ჩვენი ინფორმაციით, სანოგო საქართველოს ვიცე-ჩემპიონ გუნდს ტრანსფერის პირობებზე შეუთანხმდა და კონტრაქტს 10 იანვრის შემდეგ გააფორმებს, როდესაც გუნდს შეუერთდება.
სანოგო საფრანგეთში იზრდებოდა და კარიერა „მეცის“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო. 2017 წლის იანვარში ხელი მოაწერა ოთხნახევარწლიან კონტრაქტს „ლეგიასთან“ – ვარშაველებმა ტრანსფერში 250 000 ევრო გადაიხადეს. მაგრამ 2017 წლის აგვისტოში სოსნოვიეცის „ზაგლებიეში“ დაბრუნდა. 2020 წლის 8 დეკემბერს „ლეგიასთან“ ხელშეკრულება შეუწყდა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ვამარა სანოგო
დაიბადა 1995 წლის 22 აპრილის სენ-დენიში, საფრანგეთი
სიმაღლე 186 სმ
პოზიცია თავდამსხმელი
ბოლო კლუბი ვარშავის ლეგია
პროფესიული კარიერა
2012–2015 მეცი B 3 (0)
2015-2016 ფლეტვუდ თაუნი 1 (0)
2016 → ნუნეატონი (იჯარა) 7 (1)
2016-2017 სოსნოვიეცის ზაგლებიე 15 (5)
2017–2020 ვარშავის ლეგია 3 (1)
2017–2019წწ → ზაგლებიე (იჯარა) 54 (16)