6 თებერვალს „დინამო“ ბათუმი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
9 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – „ლვოვი“ (ლვოვი)
12 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – „დესნა“ (ჩერნიგოვი)
16 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – „ბუტოვი“ (ბუტოვია)
20 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – „ენისეი“ (კრასნოიარსკის)
მეხუთე მეტოქის ვინაობა და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეკრებაზე გამგზავრებამდე „დინამო“ ერთ ამხანაგურ მატჩს, 5 თებერვალს, ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ მატჩამდე გუნდის ახალწვეულებს წარადგენენ.