ბათუმის „დინამოს” კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. გუნდს 22 წლის ბრაზილიელი მცველი, ალეფ სანტოსი შეემატა. ინფორმაციას „დინამოს” ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
„ფეხბურთელთან კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა. ალეფ სანტოსი 22 წლისაა და ამპლუით მარჯვენა მცველი გახლავთ. საფეხბურთო კარიერა „ვიტორიაში” დაიწყო, ბოლოს კი, სკ. „მარინგას” ღირსებას იცავდა. ასევე, ირიცხებოდა ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში.
ბათუმის „დინამოში” სამი ლეგიონერი უკვე თამაშობს: ნახევარცველები – ნიგერიელი ბენჟამინ ტეიდი და ბრაზილიელი გაბრიელ რამოსი, ასევე, ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი.