ბათუმელებმა „დინამო თბილისიდან“ ახალგაზრდა ტალანტი გადაიყვანეს
ბათუმელებმა „დინამო თბილისიდან“ ახალგაზრდა ტალანტი გადაიყვანეს

„დინამო ბათუმი“ თურქეთში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, შეკრება ბელეკში 20 თებერვლამდე გაგრძელდება. დაგეგმილი ამხანაგური მატჩების განრიგი ჯერ კიდევ არ დასახელებულა.

ცნობილი გახდა, რომ გიორგი ზარიას შემდეგ, გუნდმა „დინამო თბილისიდან“ კიდევ ერთი მოთამაშე, 18 წლის მარცხენა ნახევარმცველი ირაკლი აზაროვი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ადასტურებს.

აზაროვი 19 წლისაა. ის ბათუმშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ კარიერა „დინამო თბილისის“ აკადემიაში განაგრძო და მთავარ გუნდში დაწინაურდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, აზაროვთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალგაზრდა მოთამაშე თურქულ შეკრებაზეც წაიყვანა.

ირაკლიმ, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, „დინამო თბილისში“ სადებიუტო მატჩი 2019 წელს ჩაატარა. ბოლოს მას 21-წლამდე ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმითაც 5 მატჩი ჩაატარა.