ბათუმელების ფრე სპარინგში - „დინამოს“ 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ბათუმელების ფრე სპარინგში - „დინამოს“ 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში მცირე პაუზის დროს, თბილისში შეკრება გამართა და ორი დაგეგმილი ამხანაგური მატჩიდან ერთი უკვე ჩაატარა.

გია გეგუჩაძის გუნდი თბილისის „მერანს“ შეხვდა – მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ანგარიშით 3:3 დასრულდა. ანგარიში მატჩის დასაწყისში „მერანის“ შემტევმა ბიძინა მახარობლიძემ გახსნა, თუმცა ბათუმელთა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ თავის ყოფილ კლუბს მალევე გაუტანა და წონასწორობა აღადგინა. მცირე ხანში „დინამო“ მცველმა, მალხაზ გაგოშიძემ დააწინაურა. ამის შემდეგ თავი გიორგი ხაბულიანმა გამოიჩინა, რომელიც მოედანზე ყველაზე პატარა იყო – „მერანის“ თავდამსხმელი მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ ეროვნულ ლიგაში უკვე ხუთი მატჩი ჩაატარა.

თბილისელები ნიგერიელი გოდფრი ობოაბონას გოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ ვაკო თევდორაძემ წონასწორობა საბოლოოდ აღადგინა და უხვგოლიანი, სახალისო მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ბათუმის „დინამო“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 28 სექტემბერს, „სამტრედიასთან“ გამართავს, ეროვნული ლიგის უახლოეს ტურში კი სტუმრად „თელავთან“ ითამაშებს.