ბათუმელები თურქეთში მოემზადებიან
ბათუმელები თურქეთში მოემზადებიან

დღეს, გამთენიისას, საფეხბურთო კლუბი ბათუმის “დინამო” თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა. გუნდის შეკრება 22 თებერვლამდე გაგარძელდება და 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

გია გეგუჩაძის ბათუმის “დინამო” თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე, რომან ტაკიძე, მიხეილ ალავიძე.

მცველები: მალხაზ გაგოშიძე, დავით სამსონია, მირზა ფარტენაძე, ვაჟა ქორიძე, გურამ ადამაძე, გელა გოგიტაძე, ზაზა ჭელიძე, ლაშა ჩალაძე.

ნახევარმცველები: ვაკო თევდორაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჯანელიძე, ბესიკ დეკანოიძე, ბექა ვარშანიძე, ჯოვინო ფლამარიონი, ლევან შარიქაძე, გიორგი ჭანკოტაძე, გეგი კეკუა, გიორგი ქუთელია, თორნიკე დევაძე

თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე, ტატო აბუსელიძე, რიჩარდ ტროფიმოვი, ვახტანგ კვარაცხელია

ბათუმის “დინამოს” ბევრი ახალწვეული ჰყავს. გუნდში ჩაირიცხა გიორგი ილურიძე, რომელიც ბოლოს კვიპროსში, ახნას “ეთნიკოსში” თამაშობდა. დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა. დამატებით დეტალებს თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, საგანგებო წინასასეზონო პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი გააჟღერებს და გუნდის ახალწვეულებსაც წარადგენენ.

11 თებერვალს გია გეგუჩაძის გაწვრთნილები პოლონეთის რანგით მესამე ლიგის “რაკუვას” შეხვდებიან, 15 თებერვალს – ესტონურ “ლევადიას”, 18-ში – ყაზახური პავლოდარის “ირტიშს”, ხოლო 21-ში – ასევე ყაზახურ კოსტანაის “ტობოლს”.