ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილები ბელარუსის პრემიერლიგელ „ვიტებსკს“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
მე-10 წუთზე ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს – არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომლითაც “დინამომ” ისარგებლა. 21-ე წუთზე კი ბელარუსებმა ანგარიში გაათანაბრეს და მატჩი1:1 დასრულდა.
ბათუმელებმა შეკრებაზე სულ 4 სპარინგი ჩაატარეს: პოლონეთის „რაკუვთან“ ფრედ (0:0) ითამაშეს, ესტონურ „ლევადიასთან“ წააგეს (0:3), ხოლო რუსეთის პრემიერლიგელი პერმის „ამკარს“ მოუგეს (1:0).
ბელარუსთან სპარინგით „დინამომ“ მომზადება დაასრულა და 22 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდება.