„ბატე“- ბათუმის „დინამოს“ შვეიცარიელები განსჯიან - მთავარი არბიტრი ლუცერნის როკ ჯგუფის წევრია #1TVSPORT
ხუთშაბათს, 29 ივლისს, „ბორისოვო არენაზე“ კონფერენციათა ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება – ერთმანეთს ბელორუსის და საქართველოს ვიცე-ჩემპიონები, ბორისოვოს „ბატე“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან.
კონფერენციათა ლიგის მეორე ეტაპის განმეორებითი მატჩი ბორისოვოს „ბატე“ და ბათუმის „დინამოს“ შორის თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
მატჩის წინა დღეს, 28 ივლისს, „ბორისოვ-არენას” პრესცენტრში გაიმართება ბელორუსული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვიტალი ჟუკოვსკის პრესკონფერენცია, შემდეგ კი – გუნდის მატჩისწინა ვარჯიში კი „ბატეს“ დუდინკას ბაზაზე შედგება.
ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია კი 28 ივლისს, არა ბორისოვოში, „ბატეს“ სტადიონზე, არამედ, მინსკის „დინამოს“ სტადიონის პრესცენტრში გაიმართება, ხოლო თბილისის დროით 20:00 საათზე ბათუმელების წინასამატჩო ვარჯიში დაიწყება.
„ბატესა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაზე უეფა-მ შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა დანიშნა. მთავარი არბიტრი ურს შნაიდერი იქნება, ლაინსმენებად იან კობელი და ბენიამინ ცურხერი, ხოლო მსაჯად ლუკა ციბელი იმუშავებენ. მატჩების ინსპექტორი ავგუსტუს ვიორელ კონსტანტინი (რუმინეთი) დაინიშნა, უეფა-ს დელეგატად – ანი გევორგიანი (რუსეთი).
35 წლის ურს შნაიდერი 2018 წლიდან ფიფა-ს მსაჯია. საინტერესოა, რომ შნაიდერი არა მხოლოდ არბიტრია, არამედ მუსიკოსია და ლუცერნის როკ ჯგუფ Preamp Disaster- ის წევრია.