ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ფინალურ ეტაპზე მორიგი პრინციპული მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიული გუნდი უშუალო კონკურენტ „უნიკახა მალაგას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში, 87-86 დაამარცხა.
ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 27:03 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 9 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა შესძინა. მეტ ჯენინგმა 5 ქულა დააგროვა. შენგელიამ ბოლო მეოთხედში ტრავმა მიიღო და ბოლო წუთების მნიშვნელოვანი მონაკვეთი გამოტოვა, თუმცა დუშკო ივანოვიჩმა ის გადამწყვეტ მომენტში კვლავ გამოიყვანა მოედანზე.
„ბასკონიას“ ოთხი თამაშიდან სამი მოგება აქვს და „ა“ ჯგუფში მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩება. 25 ივნისს შენგელიას გუნდი „ხუვენტუტს“ დაუპირისპირდება.