„ბასკონია“ მიმდინარე სეზონზე, როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში, ასევე ევროლიგაზე საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი ველიმირ პერასოვიჩის გათავისუფლების. ვიტორიულმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე წარადგინა. „ბასკონიას” მონტენეგროელი სპეციალისტი დუშკო ივანოვიჩი უხელმძღვანელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ივანოვიჩი ესპანურ გუნდში უკვე მესამედ დაინიშნა. ის ბასკონიას 2000-2005 და 2008-2012 წლებში წვრთნიდა.
62 წლის სპეციალისტი სხვადასხვა დროს „ლიმოჟში”, „ბარსელონაშ”, „პანათინაიკოსში”, „ხიმკიში” და ბოსნიის ნაკრებში მუშაობდა.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას „ბასკონიას”, ვიტორიული გუნდი ესპანეთის „ლიგა ენდესაში” 7 მოგებითა და 7 მარცხით მე-7 ადგილზეა. ევროლიგაზე კი 6 მოგებითა და 9 მარცხით მე-13 ადგილს იკავებს.
დუშკო ივანოვიჩს დებიუტი 26 დეკემბერს ევროლიგაზე „ალბასთან” შედგება.