"ბასკონიას" ბოლო შანსი
"ბასკონიას" ბოლო შანსი

ესპანური “ბასკონია”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია იცავს, საკალათბურთო “ევროლიგის” პლეი ოფში დღეს რიგით მესამე შეხვედრას გამართავს.

ვიტორიული კლუბი თურქეთში ზედიზედ ორი წაგებული მატჩის შემდეგ მოქმედ ჩემპიონ “ფენერბახჩეს” ამჯერად საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.

შეგახსნებთ, რომ “ბასკონიამ” პირველი შეხვედრა 9 ქულიანი უპირატესობით დათმო. მეორე მატჩში კი 6 ქულის სხვაობით დამარცხდა. შენგელიამ პირველ დაპირისპირებაში 16, ხოლო მეორეში 12 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს.

“ბასკონიასა” და “ფენერბახჩეს საკალათბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. დღესვე ცოტა ადრე 21:00 საათზე კაუნასის “ჟალგირისი” “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს. სერიაში ანგარიში 1-1-ია.