"ბასკონიამ" სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა
"ბასკონიამ" სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა

საკალათბურთო “ევროლიგაზე” პლეი ოფის მორიგი მატჩები გაიმართა. ესპანურმა “ბასკონიამ” სტამბოლში ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ფენერბახჩეს” საკუთარ არენაზე უმასპინძლა და ძლიერი მეტოქე 5 ქულის სხვაობით, 88-83 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა და ვიტორიელების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოედანზე არასრული 26 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო. თოკოს ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასია.

მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი, 21 ქულა, როდრიგ ბობუას ანგარიშზეა. 12-12 ქულა დააგროვეს ვოიტმანმა და ვინსენ პოირმა. “ფენერბახჩეს” შემადგენლობაში 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა იან ვესელიმ. ასევე ორმაგი დუბლით დაასრულა მატჩი კოსტას სლუკასმა, თუმცა ამან ობრადოვიჩის გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. მოპოვებული გამაჯრვების შემდეგ “ბასკონიამ” სერიაში ანგარიში 2-1 გახადა.

მომდევნო მატჩი 26 აპრილს კვლავ ვიტორიაში შედგება.