ბასკონიამ პანათინაიკოსი დაამარცხა - შენგელია კვლავ საუკეთესოა [ვიდეო]
მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიელებმა „ევროლიგის“ მეცხრე ტურში ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლეს და 86-77 დაამარცხეს.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა. თორნიკეს მონაგარმა 16 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შეადგინა. სარგებლიანობის ინდექსით (26) შენგელია თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ.
თამაში მთლიანად ბასკური კლუბის ინიციატივით წარიმართა. „ბასკონიას“ მეტოქე მუდმივად მდევრის როლში ჰყავდა და მიახლოების საშუალება არ მიუცია. 12 ქულა გააკეთა საქართველოს ნაკრების, კიდევ ერთმა წევრმა, მეტ ჯენინგმა. ამ გამარჯვების შემდეგ „ბასკონია“ სატურნირო ცხრილში 11-ე ადგილს იკავებს.
პედრო მარტინესის გუნდი მომდევნო მატჩს სტამბოლის „ეფესთან“, სტუმრად ჩაატარებს
ბარსელონა-მილანი 90-80
ჟალგირისი-ხიმკი 83-84
ბუდუჩნოსტი-ცსკა 93-92