საკალათბურთო „ევროლიგის“ მეორე ტურში, თორნიკე შენგელიას ბასკონიამ, საკუთარ მოედანზე, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“, ხუთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 80-85 წააგო.
ფერნანდო ბუესას სახელობის დარბაზში გამართული მატჩის პირველი სამი მეოთხედი სტუმართა დომინაციით აღინიშნა და დასკვნითი ათ წუთიანი პერიოდის წინ, დევიდ ბლატის გუნდი, 18 ქულით ლიდერობდა. მასპინძლებმა, შენგელიას შესანიშნავი თამაშის წყალობით, შეხვედრაში დაბრუნება მაინც მოახერხეს და ერთი წუთით ადრე, სამ ქულამდეც დაიყვანეს, მეტოქის უპირატესობა (78-81) თუმცა, ვიტორიელებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და მიმდინარე ტურნირზე, პირველი მარცხი განიცადეს.
რაც შეეხება, ბასკონიელთა ქართველ კაპიტანს, თოკომ 25:46 წუთში – 21 ქულა, 4 მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა აქტივში. სარგებლიანობის ინდექსი, ქართველ მძიმე ფორვარდს 24 ჰქონდა, რაც თავის გუნდში, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. 17 ქულა მოაგროვა, ურუგვაელმა, ჯეისონ გრინჯერმა. საქართველოს ნაკრების, კიდევ ერთი კალათბურთელის, მეტ ჯენინგის მონაგარმა, 6 ქულა შეადგინა. გამარჯვებულ გუნდში, ორმაგი დუბლი ნიკოლა მილუტინოვმა შეასრულა. სერბი ცენტრის ანგარიშზე, 23 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა.
„ბასკონია“ მესამე ტურში, 19 ოქტომბერს, სტუმრად, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
მადრიდელებმა, დღეს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. „ევროლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა, სტუმრად, მილანის „არმანი“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 91-85 დაამარცხა.